ფრენბურთი
Thursday, January 24, 2013
პლაჟის ფრენბურთი
პლაჟის ფრენბურთი. სპორტული თამაში 2-2-კაციან გუნდებს შორის ბადით გაყოფილ ქვიშიან მოედანზე. მოთამაშენი ბურთს ერთმანეთს ხელით გადასცემენ და ცდილობენ, ისე გადააგდონ ბადის იქით, მეტოქის მოედანზე, რომ მიწაზე დაეშვას ან მოწინააღმდეგემ დაკარგოს. ევროპის ჩემპიონატი იმართება 1993 წლიდან; მსოფლიოს ჩემპიონატი _ 1987-იდან; ოლიმპიური თამაშების პროგრამაშია 1996-იდან.პლაჟის ფრენბურთს 1920-იანი წლებიდან თამაშობდნენ ამერიკისა და ევროპის ქვეყნებში. 1930 წლიდან შეჯიბრებები იმართებოდა საფრანგეთში, ბულგარეთში, ჩეხოსლოვაკიასა და ლატვიაში. გუნდში 3 ან 4 მოთამაშე იყო. 2-კაციანი გუნდების პირველი ოფიციალური ტურნირი 1947 წელს ჩატარდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. იმავე პერიოდში პლაჟის ფრენბურთი ფართოდ გავრცელდა ბრაზილიაში, მოგვიანებით _ არგენტინაში. 1965 წელს აშშ-ში შეიქმნა სპორტის ამ სახეობის მიმდევართა პირველი გაერთიანება _ კალიფორნიის პლაჟის ფრენბურთის ასოციაცია. 1974 წელს სან-დიეგოში (აშშ) გაიმართა პირველი კომერციული ტურნირი, ორი წლის შემდეგ კი ისევ ამერიკაში მოეწყო მსოფლიოს პირველი არაოფიციალური ჩემპიონატი. ადრინდელ შეჯიბრებებში მხოლოდ კაცები გამოდიოდნენ, მოგვიანებით კი პლაჟის ფრენბურთში ქალებიც ჩაებნენ. 1986 წელს ფრენბურთის საერთაშორისო ფედერაციამ ეს თამაში დამოუკიდებელ სახეობად ცნო და ოფიციალური სტატუსი მიანიჭა, 1993 წელს კი სოკმა იგი ოლიმპიურ სახეობად აღიარა.პლაჟის ფრენბურთის ოლიმპიური დებიუტი მოეწყო1996 წელს, ატლანტაში. კაცების ტურნირი ამერიკელებმა მოიგეს, ქალებისა _ ბრაზილიელებმა. სიდნეიში კაცებში კვლავ ამერიკელებმა იმარჯვეს, ქალებში _ ავსტრალიელებმა. 1980-იანი წლების მიწურულს კლასიკურ ფრენბურთში საქართველოს ჩემპიონატის პარალელურად ღია მოედნებზე წყვილთა შეხვედრებსაც აწყობდნენ. ეს იყო პირველი მცდელობა საქართველოში პლაჟის ფრენბურთის განვითარებისა. 1997 წლიდან ამ საქმეს უძღვებოდა პლაჟის ფრენბურთის კავშირი, რომელიც ფრენბურთის ფედერაციის გენერალური მდივნის ედუარდ სანთელაძის თაოსნობით შეიქმნა. კავშირმა 1997-2000 წლებში ბათუმსა და თბილისში ოთხჯერ ჩაატარა საქართველოს ჩემპიონატი. ქალებში ქვეყნის პირველი ჩემპიონები იყვნენ თამარ ლატარია და ანა ბჟეჟინსკაია (ბათუმი), კაცებში _ ირაკლი ჩაჩუა და სულხან ახვლედიანი (თბილისი). იმავე პერიოდში შეიქმნა ბავშვთა ჯგუფები, თბილისში გაიმართა რამდენიმე შეჯიბრება, საქართველოს გუნდები მონაწილეობდნენ თურქეთისა და საბერძნეთის საერთაშორისო ტურნირებში. 2001 წელს ოფიციალური სარეიტინგო მატჩები გამართა თბილისელ ფრენბურთელთა წყვილმა (სულხან ახვლედიანი, ვახტანგ ჩიქოვანი). ბათუმსა და თბილისში მოეწყო პლაჟის ფრენბურთის სპეციალური მოედნები, მაგრამ შემდგომ უსახსრობის გამო სპორტის ამ სახეობის განვითარება შეფერხდა. ფრენბურთის საერთაშორისო ფედერაცია (Federation internationale de Volleyball -FIVB) დაარსდა 1947 წლის 19 აპრილს პარიზში (საფრანგეთი). დამფუძნებელი ქვეყნები: აშშ, ბელგია, ბრაზილია, ეგვიპტე, იტალია, იუგოსლავია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, საფრანგეთი, ურუგვაი, უნგრეთი, ჩეხოსლოვაკია და ჰოლანდია. აერთიანებს 218 ქვეყნის ფედერაციას და 5 კონფედერაციას
ფრენბურთის მწვრთნელებზე საუბარი
კიდევ ერთი დღის წესრიგში სწავლებისადმი ფრენბურთის აღმოცენება ნათლად ჩანს მწვრთნელების განვითარებულ მუშაობაში. მინიმალურმა თუმცა თანმიმდევრულობა ტექნიკამ კონტროლი გააძლიერა ამიტომ მან დიდი გარდატეხა მოახდინა ფრენბურთის ისტორიაში. ზოგადად, მწვრთნელები შეეცადნენ, რომ თანდათანობით ფორმალური წესებისძირითადად გამოყენებით თამაშის ტექნიკური მოთხოვნები გაეზარდათ რითაც საბოლოოდ თამაშის ხარისხიგაუმჯობესდა. უძრავი თამაშის სიტუაცია არის შემდეგი ნაბიჯი. მწვრთნელების გასაუბრება საილუსტრაციოგზით: პირველ რიგში მომზადდა ტექნიკური პირობები, რასაც მოჰყვა ინტეგრაცია თანამედროვე ფრენბურთში. ტაქტიკური ასპექტები არის ანალიტიკური მუშაობის გამარტივება სიტუაციებში, თუმცა მათი შეძენა შესაძლებელიაზოგიერთ საფუძველზე, ამიტომ მათი შესრულების შემდეგ შედეგი ცხადია უნდა იყოს პროგრესული, თუნდაც თამაშისფორმებში. ყოველთვის საწყისი ადვილია ვიდრე საკულტო, უფრო კომპლექსურიმაგრამ ყოველთვის სჯობს თამაშის მსგავსი ფორმების შენარჩუნება. მიღების ფორმები დათამაშის მსგავსი სიტუაციები არის სასწავლო სტრატეგია. როგორც ჩანს მწვრთნელები გამოიყენებენ უფრო ადვილ მეთოდებს როცა შესაძლებელია და როგორც ჩანს შერჩეული ექსტრაქტებით ეს საუკეთესო საშუალებაა ისწავლონ პუნქტის ტექნიკა ლოტის მეშვეობით.
რა არის ფრენბურთი?
ფრენბურთი არის სპორტი რომელშიც არის ორი გუნდი ექვსი მოთამაშით. თითოეული გუნდი ცდილობს 25 ქულა ბურთის დამიწების გზით მოაგროვოს რათა გამარჯვება მოიპოვოს. ფრენბურთი თავისი სრული წესებით არის ვრცელი, თუმცა თამაშობენ შემდეგნაირად: ერთი გუნდის მოთამაშე იწყებს თამაშს ანუ აწოდებს ბურთს ხოლო მეორე გუნდი იგჰებს ბურთს, ამუშავებს და ისევ გზავნის ბურთს მოწინააღმდეგე გუნდის მოედანზე. რაც შეეხება მიმღებ გუნდს ის ცდილობს რომ ბურთი არ დაუშვა იატაკზე რადგან ამ შემთხვევაში ქულა ჩაეთვლება მოწინააღმდეგე გუნდს. მიმღებმა გუნდმა ბურთს შეიძლება შეეხოს 3-ჯერ, მაგრამ მოთამაშემ ინდივიდუალურად არ შეიძლება შეეხოს ბურთს გარდა ერთისა. როგორც წესი, პირველი ორი მოთამაშე ამუშავებს ბურთს ხოლო მესამე არის თავდამსხმელი და ის ბურთს მეტოქის მოედანზე გზავნის ძლიერი დარტყმით. შექმნილი თავდასხმა უნდა განხორციელდეს ისე, რომ თავდამსხმელი არ უნდა შეეხოს ბადეს და არ უნდა დააბიჯოს ფეხი ცენტრალურ ხაზს.
Thursday, January 17, 2013
ფრენბურთის ,,საპასპორტო’’ მონაცემები
ფრენბურთის ,,საპასპორტო’’ მონაცემები: თამაში 1895 წელს მოიგონა ამერიკული ქალაქის ჰოლიკოსმკვიდრმა, ფიზიკური აღზრდის მასწავლებელმა უილიამ მორგანმა. მან ახალ თამაშს ,,მინონეტი’’ უწოდა. 1896 წელს ეს თამაში ქალაქ სპრიგფილდშიწარადგინეს ახალგაზრდა ქრისტიანთა ასოციაციის კონფერენციაზე. აქ პროფესორ ალფრედ ჰალსტედის ინიციატივით თამაშს ფრენბუთი (volley - მფრინავი) უწოდეს და ეს სახელი თამაშს დღემდე შემორჩა. ნელ-ნელა ახალი თამაში სხვა ამერიკულ ქალაქებშიც გავრცელდა. მალე კი კანადაში და ლათინურ ამერიკაშიც. 1990 წელს ფირმა ,,სპოლდინგმა’’ დაამზადა ფრენბურთის სათმაშო პირველი ბურთი. იმავე წელს დაიწერა ფრენბურთის თამაშის პირველი ოფიციალური წესები.
პირველი მსოფლიო ომის დროს ამერიკის საექსპედიციო ჯარების ჯარისკაცებმა ფრენბურთი ევროპასაც გააცნეს. თამაშმა მალე პოპულარობა მოიპოვა და სწრაფად გავრცელდა მთელს ევროპაში. 1922წელს ბრუკლინში პირველი ამერიკული შეჯიბრებაც გაიმართა ფრენბურთში. იმავე წელს შეიქმნა ჩეხოსლოვაკიის ფრენბურთის (და ხელბურთის) ფედერაცია. 20-იან წლებში ასეთივე ფედერაციები შეიქმნა
სსრ კავშირში, ბულგარეთში , აშშ-ში და
იაპონიაში.ფრენბურთს თამაშობენ 18X9 მ ზომების მოედანზე, რომლის შუაში 243 სმ-ს (იატაკიდან ბადის ზედა კიდემდე) სიმაღლეზე აღმართულია 1მ სიგანის ბადე (ქალებისთის 224 სმ). გუნდში ექვსი მოთმაშეა (მათ შორის ერთი გამთამაშებელი, რომელსაც სხვა ფერის ფორმა აცვია). გუნდებს თითოეულ პარტიაში ექვსი შეცვლის უფლება აქვთ. ბურთის მოწოდებისას მოთამაშეებს გარკვეული პოზიციები უკავიათ და მისი დარღვევა ისჯება. ბურთის მოწოდების მოპოვების შემთხვევაში მოთამაშეები საათის ისრის მიმართულებით გადაადგილდებიან. ბურთს ყოველთვის აწოდებს მოთმაშე რომელსაც ამ დროს მარჯვენა კუთხეში მოუწევს დგომა. ქულა მოპოვებულად ითვლება თუ ის მეტოქის ნახევარში იატაკს შეეხო ან მეტოქის ხელიდან დატოვა მოედანი (ბურთი თამაშიდან გასულად ითვლება თუ მოედნის გარეთ ან იატაკს ან რაიმე სხვა საგანს შეეხო). მატჩი ფრენბურთში სამი პარტიის მოგებამდე გრძელდება. თითოეული პარტია კი 25 ქულამდე (მეხუთე პარტია - 15 ქულამდე). ამავე დროს აუცილებელია მინიმუმ ორქულიანი სხვაობა (ანუ 25-24-ზე თამაში არ მთვარდება და გრძელდება ორქულიანი უპირატესობის მოპოვებამდე). ყოველი პარტიის შემდეგ მეტოქეები მოედნის ნახევრებს ცვლიან. აკრძლულია ბადის მეორე ნახევარში ხელის გადაყოფა, მეტოქესთან ან მოედნის მეორე ნახევართან კონტაქტი, ბადის ვერტიკალური სიბრტყის გადაკვეთა, ბურთთან შეხება წელსქვედა ნაწილით. გუნდებს უფლება აქვთ თითოეულ პარტიაში აიღონ ორი 30 წამიანი წუთშესვენება. გუნდს უფლება აქვს მოწოდებულ ბურთს შეეხოს მხოლოდ სამჯერ, ამასთან მესამე შეხებით ბურთი აუცილებლად მეტოქის ნახევრისკენ უნდა გაიგზავნოს. სათამაშო ბურთი ტყავისგან მზადდება. გარშემოწერილობა 65-67 სმ-ა, ხოლო წონა - 260-280 გრ.
Subscribe to:
Posts (Atom)